ტელეფონი
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00
გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სასოფლო დასახლებებში“ ფარგლებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს კონკურსს სამცხე-ჯავახეთში ვაზის მესხური ჯიშების საცდელი სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობის მიწის ნაკვეთის შესარჩევად.
კონკურსში მონაწილეობისათვის დეტალური ინფორმაციის სანახავად და საჭირო დოკუმენტების ჩამოსატვირთად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:
1. განცხადება სამცხე-ჯავახეთში ვაზის მესხური ჯიშების საცდელი სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობის მიწის ნაკვეთის შესარჩევად: https://rec-caucasus.org/announcements/establishment-of-pilot-vine-nursery/
2. განცხადება სამცხე-ჯავახეთში ხორბლის მესხური ჯიშების საცდელი სათესლე მეურნეობის მოწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობის მიწის ნაკვეთის შესარჩევად: https://rec-caucasus.org/announcements/competition-for-the-selection-of-the-plot-for-the-establishment-of-pilot-wheat-field-seed-bank-for-the-meskhetian-varieties-in-samtskhe-javakheti-region-of-georgia-2/
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ განცხადებაზე დართულ დოკუმენტებს და მოგვაწოდოთ სრულად შევსებული განაცხადის ფორმა შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
მარიკა კაპანაძე, REC Caucasus marika.kapanadze@rec-caucasus.org
ასლით:
ნინო როსტომაშვილი, REC Caucasus nino.rostomashvili@rec-caucasus.org
საკონკურსო განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი და ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი PDF-ფორმატში. ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს კონკურსის ნომერი: 052/RECC/GEF/AGROBIO-2301-a1 - ვაზის სანერგე მეურნეობის შემთხვევაში, 052/RECC/GEF/AGROBIO-2301-a2 - ხორბლის სათესლე მეურნეობის შემთხვევაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება შემოთავაზებების იდენტიფიცირება.
კონკურსში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 31 ივლისი.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება ზემოაღნიშნულ ვებ-გვერდზე. |
||||
|